მამა პეტრეს შვილსა და შვილიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდათ

407

მამა პეტრე კოლხის შვილსა და შვილიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდათ, ის ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

„ჩემს შვილს, მარიამს და პატარა ზუს ვირუსი დაუდასტურდათ. სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც სათანადო პირობა არ არის და, პრაქტიკულად, სავარძელში უნდა მოთავსდეს მარიამი. ზუ მის გარეშე ცალკე ვერ წვება. ორნი კი ერთ პატარა სავარძელში ვერაფრით დაეტევიან.

იქნებ, დაგვაკვალიანოთ, იქნებ დაგვეხმაროთ ან საავადმყოფო გვირჩიოთ ან კოვიდ-სასტუმრო, სადაც დედა-შვილს მიიღებენ და საწოლის პრობლემას მაინც მოაგვარებენ!.. მადლიერი დაგრჩებით!..“, – წერს მამა პეტრე.