“დილიდან ატყდა ამბავი ქუთაისში დროშა ჩამოვარდაო”

681

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე ქუთაისში დროშის ჩამოხსნის ამბავს ეხმაურება და წერს, რომ დროშა კი არ ჩამოვარდა არამედ ჩამოხსნეს, ზამთართან და ქუთაისში ძლიერი ქარების მოლოდინში გაამაგრეს.

დილიდან ატყდა ამბავი ქუთაისში დროშა ჩამოვარდაო. დააფრიალებენ ამ ფოტოებს (დროშასავით). სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, სალტეებს ცვლიდნენ თურმე. ანუ დროშა კი არ ჩამოვარდა, დაუშვეს, ჩამოხსნეს და გაამაგრეს. ზამთართან და ქუთაისში ძლიერი ქარების მოლოდინში გაამაგრეს.

არ დაგიმალავთ მე ჩამოგდებულის ვერსია მერჩივნა, რანაირად გახალისთა ნახევარი საქართველო, სულ დაავიწყდა პანდემია და მასთან დაკავშირებული პრობლემები. ხო აბა რაა… მთავარია დროშა იდგეს მყარად. ჰოდა დგას!“- წერს ლიკლიკაძე.