“თვითმფრინავში პაციენტს ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარე, მას კი კოვიდი აღმოაჩნდა…”

414

ექიმიირაკლი კვეკვესკირი  ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს:

“დავამარცხებთ!!! სხვა გზა არაა, თუნდაც ჩემი, როგორც ერთი რიგითი ექიმის სიცოცხლის ხარჯზე !!!
მივფრინავ პეტერბურგიდან მოსკოვში… თვითმრინავში პაციენტი გახდა ცუდად და პირველადი დახმარება მექნა გასაწევი, მათ შორის ხელოვნური სუნთქვა (პირით პირში). გადარჩა … დაშვებისთანავე დაგვხდა სასწრაფო და გადაყვანილ იქნა … მეორე დღეს სამსახურში ზარი… სასწრაფოს შემოჰყავს Covid ინფიცირებული … მიდიხარ პაციენტთან და … პაციენტი თვითმფრინავიდან…
ვერაგულად შემეყარე მაგრამ მშვიდად დაგამარცხე !!! გპირდები უამრავ სიცოცხლეს გამოგტაცებ ხელიდან!”, – წერს ირაკლი კვეკვესკირი.