სოციალური ქსელის მომხმარებელი ქეთი ლოლაძე პოსტს აქვეყნებს.
“როდესაც ომია, ხომ გულშემატკივრობთ ჯარისკაცებს? ლოცავთ და შინ მშვიდობით დაბრუნებას უსურვებთ? ისინი ხომ ჩვენს სიცოცხლეს იცავენ? რა დააშავეს ექიმებმა ვერ ვხვდები, რატომ ლანძღავთ ასე უმოწყალოდ?! დღესაც ომია მეგობრებო, განსხვავებული, მაგრამ ომი! თითოეული ექიმი კი ის ჯარისკაცი, რომელიც ასევე თავის სიცოცხლის ფასად ჩვენს გადასარჩენად იბრძვიას. არც მომდის თავში რა სიტყვებით შეიძლება მადლიერების გრძნობა გამოვხატო მათ მიმართ❤️ჩემთვის ისინი ზუსტად ისეთივე გმირები არიან როგორც ჯარისკაცები❤️მადლიერების გრძნობა არ არის სირცხვილი! თუ ეს არ შეგიძლიათ, ნუ ლანძღავთ მაინც! აი ეგ კი ძალიან სამარცხვინოა!მე ვინ ვარ, რომ ჭკუა გასწავლოთ, ღმერთმა დამიფაროს… უბრალოდ რომ არ მეთქვა არ შემეძლო😞“