მადონას ქალიშვილი მეგობარ მამაკაცთან ერთად სანაპიროზე ისვენებს

358

მადონას ქალიშვილი 24 წლის ლურდეს ლეონი ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირად ხვდება უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების ყურადღების ობიექტი, 2018 წელს შედგა მისი დებიუტი პოდიუმზე Gypsy Sport-ის შოუზე, რომელიც ნიუ-იორკში ჩატარდა, ხოლო 2019 წელს მან Miu Miu-ს კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. რამდენიმე დღის წინ ის plus size მოდელთან ეშლი გრაჰამთან ერთად გადაიღეს Couture Underwear-ის ახალ კამპანიაში.

ამჟამად ლურდესი კარიერული საქმიანობისგან პაუზას იღებს და მეგობარ მამაკაცთან ერთად Tulum-ში ისვენებს. გოგონას ექსკლუზიური პაპარაცული ფოტოები ბრიტანულმა ტაბლოიდებმა გაავრცელეს.