ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე შვილის სკოლის მასწავლებელს საჯარო მადლობას უხდის.
“შვილს ყოველ დილით, 9 საათზე აქვს ონლაინგაკვეთილი. ყოველ დილით, 9 საათზე, როცა ყველა ბავშვი სახლიდან შედის “ზუმში”, მასწავლებელი კლასშია. სკოლაში მიდის, ხალხო, ყოველ დილით ფეხით, თუ არ ვცდები – ვერიდან ვაჟა-ფშაველას ძეგლთან და გაკვეთილს ატარებს საკლასო ოთახიდან, დავალებებსაც დაფაზე წერს მარტო იმიტომ, რომ ბავშვებს კლასის განცდა შეუქმნას, გამოსახულების ფონზე რომ კლასი იყოს, ამის გამო! ვერ ვიჯერებ – Veriko Kalandarishvili საჯარო მადლობა”, – წერს ჟურნალისტი.
წინა სიახლე