CNN Buisness-ის ცნობით, მეგან მარკლმა ნაბიჯები უკვე ბიზნესსექტორშიც გადადგა. როგორც ირკვევა, ჰერცოგინია შვრიის რძით დაინტერესდა და Clevr Brands-ში ინვესტიციაც ჩადო.
კომპანია, რომელიც სასექსის ჰერცოგინიის ინტერესის სფერო აღმოჩნდა, ბიოდეგრადირებადი პროდუქციის წამახალისებელ კამპანიებს ეწევა და ჯანსაღ ცხოვრებას უწევს პოპულარიზებას.