ჟურნალისტი მაკა რაზმაძე, სოციალურ ქსელში გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის დეტალებს ეხმაურება.
დღეს, 17 დეკემბერს, საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა.
„არ გინდათ, ხალხო!
რამე დაუტოვეთ იმ პატარა გოგოს ხელშეუხებელი. ძალიან ცოდოა ადამიანი ასე ნუ გამოუფენთ ყველაფერს. ხანდახან ჯობს მივიღოთ თუნდაც უსამართლო დარტყმები, ვიდრე ადამიანს ასე ამოვუბრუნოთ სული…
ცუდად ვარ, რაებს ვისმენ“,- წერს ჟურნალისტი.