“ბირჟავიკობა” თუ დასაცინია, დუბაიში სხეულით ვაჭრობას რატომ არ ხდით დასაცინ ტრენდად?”

571

რეპერმა მასტერმა ახალი სიმღერა, სახელწოდებით ,,დუბაი” ახლახან განთავსა სოციალურ ქსელში. კომპოზიციამ, რომელიც დუბაიში სხეულით მოვაჭრე ქართველ გოგონებს ეძღვნება, დიდი გამოხმაურება გამოწვია. მსმენელის ნაწილს ის მოეწონა, ნაწილმა კი ტექსტის გამო გააკრიტიკა.

“ოპონენტებო”, მიპასუხეთ: თუ ხშირად აკრიტიკებთ, ლანძღავთ კაცებს, რომლებიც მხარ-თეძოზე არიან წამოწოლილები და ცოლის ხარჯზე ცხოვრობენ, ემიგრაციაში ჰყავთ გაშვებული ცოლი, დედა და ესენი აქ უსაქმურობენ და ტოტალიზატორში აგებენ წვალებით გამოგზავნილ თანხებს. ამას თუ აკრიტიკებთ და გეთანხმებით ყველა, რომ ეს არის ამორალური და მდაბიო საქციელი, რა პრობლემაა, გამოხვიდეთ და დამეთანხმოთ იმაზე, რომ ქალი მის სხეულს არ უნდა იყენებდეს, როგორც ფულის შოვნის გზას და სხეულით ვაჭრობას რატომ არ ხდით “დასაცინ ტრენდად”, “ბირჟავიკობა” თუ დასაცინია (არც ის უშავებს ვინმეს რამეს), რატომ არ დასცინით მათ, ვინც, დიახ, დუბაიში “წანწალებს” და “ინსტაგრამზე” “luxury life”-ს ისე წარმოაჩენენ, თითქოს წარმატებული ქალი და მისაბაძი იყოს რამეში, ისინი არიან კარგი მაგალითი მოზარდებისთვის? ჩვენ მათ ვერ დავუშლით ამის კეთებას, მაგრამ თუ ამორალური და სასაცილოა, ვთქვათ, რომ ასეა”.