„ბასიანში უგალობე, ტრანსგენდერებს, თამრიკო, ბასიანში!“

405

„ბასიანში უგალობე, ტრანსგენდერებს, თამრიკო, ბასიანში!“- ასე ეხმაურება გიორგი გიგაური მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძეს, რომელმაც საყვედური გამოთქვა, რომ შობის დღეს ტაძარში არ აგალობებენ.

„პატრიარქის მაგინებელი ნიკა გვარამიას მეგობარი ნაცი თამარ ჭოხონელიძე, ფარისევლურად შეწუხებული სახით, აი, რა ბნელია ქართული ეკლესიაო, საპატრიარქოს სოროსვიზიებში უჩივის, ტოლერანტობისთვის დამსაჯეს და სამების ტაძარში, შობაზე ტრადიციული გალობა ამიკრძალესო! არადა, ამ „მგალობელმა” გასულ 17 მაისს, კატეგორიული უარი თქვა პატრიარქის მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე ემღერა! ლგბტ სექტის სოლიდარობის ნიშნად! ჰოდა, ამიხსნას ვინმემ, რატომ არის ვალდებული ეკლესია, ქვეყნის მთავარ ტაძარში, მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, აგალობოს არსება, რომელიც არ ცნობს ქართული ოჯახის სიწმინდეს?! რატომ უნდა იგალობოს ლგბტ სოდომიის აქტივისტმა წმინდა სამების ტაძარში, მართლმადიდებლურ შობაზე?! ეს ხომ მრევლის უდიდესი შეურაცხყოფა იქნებოდა! ჰოდა, აგერ, გვარამიას ტელე-ბოსელში ან ლგბტ ბაბტისტებში იმღეროს! ანდა, მთლად, ნარკო-გეი-კლუბ „ბასიანში”! მისთვის იქ უფრო შესაფერისია – სწორედ, იქ არის მისი მშობლიური ადგილი! პირდაპირ, დააკვდება, როგორც იტყვიან!“,-წერს გიორგი გიგაური.