ლენუკა ყიფშიძე ავარიაში მოყვა – “მანქანა ორჯერ ამოტრიალდა და სახურავზე დაეცა”

286

ზურა ყიფშიძის ქალიშვილი, ლენუკა ყიფშიძე სოციალურ ქსელში საკუთარი ამოყირავებული მანქანის ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ავარიაში მოჰყვა და უვნებლად გადარჩა.

“მადლობა ღმერთს, გადავრჩი. ბევრი მწერთ და ვერ გპასუხობთ. არ ვიცი, საიდან გავრცელდა ჩემი ავარიის ამბავი, მაგრამ მთავარია გადავრჩი და არაფერი ცუდი არ მჭირს. ერთი ვიცი, რომ უფალს ვუყვარვარ” – წერს ლენუკა “ფეისბუქზე”.