“ყველა ვირუსი აუცილებლად განიკურნება, ერის სიხარბე კი გენეტიკურია!”

395

“ყველა ვირუსი აუცილებლად განიკურნება, ერის სიხარბე კი გენეტიკურია!..”, – მღვდელი, პეტრე კოლხი ამ სტატუსით სოციალურ ქსელში სავაჭრო ცენტრებთან წარმოქმნილ საცობებსა და რიგებს ეხმაურება.

აღსანიშნავია, რომ დღეს, დილის 07:00 საათიდან გარკვეულმა ობიექტებმა ფუნქციონირება განაახლეს, რამაც სავაჭრო ცენტრებთან ხალხის დიდი ნაკადის გამო საცობები და რიგები გამოიწვია.

“,,ბედნიერი ერი”, ,,კაცია-ადამიანი”, კიდევ სხვა უამრავი სატირა დაიწერა არა იმისთვის, რომ ვინმეს საკუთარი სამშობლო სძულდა, არამედ იმიტომ, რომ ლიტერატურული ენით ქვეყნის არასახარბიელო მდგომარეობა გადმოეცათ.

სამწუხაროა, ურაპატრიოტიზმითა
და ფანატიზმით შეპყრობილი ადამიანები სიმართლესა და გულისტკივილს სხვას საკუთარი ხალხის სიძულვილში უთვლიან.
არაფერი კარგი არ მოუტანია გულზე ხელების ბრახუნს, არც იმას, რომ ,,რჩეული ერის” სტატუსი ავიკარით ზურგზე… მით უფრო ,,წილხვდომილობის” საკითხს…
არც მხოლოდ წარსულისკენ დაუსრულებელ ყურებას… მომავალზე, განვითარებასა და გაზრდაზე უნდა ვიფიქროთ.
არაფერია იმაში ცუდი, თუ საკუთარ მანკიერებებს თავადვე ვაღიარებთ და შევეცდებით, ვიყოთ უკეთესები, ვიდრე ვართ…
გამოსასწორებელი კი ბევრია…
მუდამ იმის ძახილი, ,,ყველაზე კარგები ვართ”, მხოლოდ კომპლექსების ბრალია…
ერს ბევრი კარგი თვისება და ღირებულება აქვს, მაგრამ ბევრძოლოთ ცუდსაც!..”, – დაწერა სასულიერო პირმა მოგვიანებით.