მომღერალ ნინი შერმადინს, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს, დედა კოვიდ-19-ით გარდაეცვალა. ნინი დედის დაკრძალვას ვერ დაესწრო. ცოთა ხნის წინ, მომღერალს მამაც გარდაეცვალა. ნინი ფეისბუქში ემოციურ პოსტს ავრცელებს.
“ბევრჯერ დავიწყე და წავშალე ვერ ვაყალიბებ სათქმელს. ყველას დიდი მადლობა ვინც ჩემი ტკივილი გაიზიარეთ. ღმერთმა ყველა დაგლოცოთ და გაშოროთ ყველანაირი განსაცდელი! უამრავი მესიჯი და ზარი შემომდის. ვერ გპასუხობთ, მეც გამიგეთ, ყველა მოსამძიმრებაზე თითქოს თავიდან მეხსნება ჭრილობა.
გავუძლებ ისევ ამათ მოსაგონებლად რომ ისე ვიცხოვრო, როგორც მათ უნდოდათ! ისევ მათთვისვე გავიღიმებ და გავაგრძელებ მხრებში გაშლილი სიარულს. თუმცა ფრთების გარეშე. ყველას მინდა მოგეფეროთ და გითხრათ, სიკეთით გადამეხდოს თქვენი თანადგომა.
ყველა მახსოვს ვინც იყავით, დამირეკეთ მომწერეთ, ვინც არ მომისამძიმრა, ისინიც მახსოვს… ამ დროს ყველაზე მეტად გჭირდება თურმე სიტყვები თუმცა უძლური მაგრამ იმედია. იმედია რო მარტო არ ხარ! ყველას
დიდი მადლობა ვისაც ჩემი ფაფუკი დედიკო და კეთილი ნოდო გეტკინათ და გიყვარდათ! მეც მიყვარხართ!
ბედნიერი შობა ახალი წელი ყველას! სიკეთით სავსე წელი გქონოდეს! ამინ”, – წერს ნინი შერმადინი.