“ეს დღე არასდროს ამოიშლება ჩემი მეხსიერებიდან”

558

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

2017 წლის 26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისში სპეცოპერაცია ჩატარდა, სადაც სასიკვდილოდ დაიჭრა თემირლან მაჩალიკაშვილი. ეს დღე არასდროს ამოიშლება ჩემი მეხსიერებიდან.

თემირლანი იყო წესიერი, კარგი ბიჭი. მას არაფერი დაუშავებია. ოცნებობდა სწავლაზე და ლამაზ მომავალზე. შუბლში მხოლოდ იმიტომ ესროლეს, რომ ტელეფონი ეჭირა ხელში და სპეცრაზმელმა ეს უკანასკნელი საფრთხედ მიიჩნია. სულ ესაა ამ უბედური ისტორიის დასაწყისი და დასასრული.

სხვა დანარჩენი ამ ფაქტის ირგვლივ განვითარებული მოვლენებია, რომელიც ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით და გამოხატულებით წარმოგვიდგა თვალწინ. მთავარი კი ისაა, რომ თემირლანი მართლაც ძალიან კარგი ბიჭი იყო და ის უსამართლოდ მოკლეს…❗️”