მაიკლ ჯექსონის მამული, Neverland-ი $28.8 მილიონად გაიყიდა (ფოტოები)

306

პოპის მეფის, მაიკლ ჯექსონის კუთვნილი მამული Neverland-ი $28.8 მილიონად გაიყიდა. მამულის ახალი მეპარტონე მილიარდერი რონ ბარკლია, – ამის შესახებ ABC წერს.

Neverland-ი აშშ-ში კალიფორნიის შტატში მდებარეობს. ჯექსონი აქ 15 წელი, გარდაცვალებამდე (2009 წელი) ცხოვრობდა. ადრე მამულს Sycamore Valley Ranch ერქვა, თუმცა პოპ-მუსიკის მეფემ, მისი საყვარელი გმირის პიტერ პენის საპატივცემულოდ სახელი შეუცვალა.

Neverland-ი 1982 წელს აშენდა. მამულში არის 6 საძინებელი, აუზი, ბაღები და ზოოპარკი. მამულის ტერიტორიაზე არის ტბა, სამი სასტუმრო სახლი და მშვენიერი ხედი მთების პეიზაჟით. შენობაში განთავსებულია 50-ადგილიანი კინოთეატრი და ცეკვის სტუდიაც. ჯექსონმა ეს ადგილი 1988 წელს იყიდა.

სახლი ჯექსონის გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ გასაყიდად გამოიტანეს. 2019 წელს Neverland-ი $31 მილიონად იყო შეფასებული, თუმცა გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა.