ჯენიფერ ლოპესმა საქმროსთან ერთად კაპიტოლიუმის შენობის წინ იპოზიორა (ფოტოები)

422

ამერიკის შეერთებული შტატების 46–ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გუშინ შედგა.

ცერემონიის განმავლობაში აშშ–ის ჰიმნი ლედი გაგამ შეასრულა. ჯენიფერ ლოპესმა კი ცნობილი ჰიტი – “ამერიკა” იმღერა. ლოპესი მიწვეულ სტუმრებს შორის საქმროსთან ერთად იმყოფებოდა.

კაპიტოლიუმის შენობიდან სიმრერის შესრულებამდე, ვარსკვლავმა საქმროსთან და თავისი გუნდის წევრებთან ერთად კაპიტოლიუმის შენობის წინ ფოტოებიც გადაიღო.