სიძულვილის ენა, დამცირება, ჩაგვრა და კრიტიკა ინტერნეტსივრცის განუყოფელი ნაწილია. ხშირად რაც უფრო ცნობილი და ლამაზია ადამინი მით უფრო დიდია აგრესია მის მიმართ.
ადამიანები თითქოს რიგრიგობით აკრიტიკებენ ამა თუ იმ ცნობილ ადამიანს. ასევე თვალშისაცემია ქალების მიერ გაკრიტიკებული სხვა, ცნობილი ქალები. ამჯერად მელანია ტრამპის ჯერი დადგა. შეიძლება გაგეცინოთ და იფიქროთ, რომ მელანიას რა სჭირს ჩვენი დასაცინი, მაგრამ ასეც ხდება.
რატომღაც ამერიკის ყოფილი პირველ ლედის მთელი „მსოფლიოს საქალეთი“ დასცინის…
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ექიმი ნინო კუზანობა გამოეხმაურა:
„ყველაზე მიუღებლად მიმაჩნია, როცა ქალები ქალებს გარეგნობაზე აბულინგებენ. ფუ, მონიკა ბელუჩი და მელანია მახინჯი და უგემოვნოა რომ ამბობ, მინიმუმ ბრიჯიდ ბარდო უნდა იყო და ლედი დის გემოვნება გქონდეს“, – წერს ნინო ნადირაძე.