new_year

შავებში ჩაცმული მელანია ტრამპი და “ჰერმეს ბირკინის” 70 000-დოლარიანი ლუქი (ფოტოები)

742

ამერიკის შეერთებული შტატების 46–ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გუშინ შედგა. აღსანიშნავია, რომ ინაუგურაციისა და შემდგომი ნაბიჯების ტრადიცია ტრამპების საქციელმა დაარღვია.

დონალდ და მელანია ტრამპები ახალ პრეზიდენტსა და პირველ ლედის თეთრ სახლში არ დახვდნენ, მათ ტერიტორია დილით დატოვეს. წასვლისას მელანია ტრამპი მთლიანად შავებში იყო გამოწყობილი, აქსესუარებიც კი შავი ეკეთა, ასევე, სათვალე და ხელთათმანები. მისი “ჰერმეს ბირკინის” ჩანთა კი 70 ათასი დოლარის ღირებულების, ნიანგის ტყავისგან შექმნილი აქსესუარი გახლდათ.

მელანიამ უპირატესობა Chanel–ის სამხედრო ტიპის პიჯაკს მიანიჭა.