35 წლის რუსთაველ ახალგაზრდას, ანა აბრამიშვილს მოქალაქეების დახმარება ესაჭიროება. გასული წლის თებერვალში ჰემორაგიული ინსულტის გადატანის შემდეგ ექიმებმა მას სისხლძარღვების არტერიო-ვენური მალფორმაციისა და თავის ტვინის ცერებრული ანევრიზმის დიაგნოზი დაუსვეს.
იმ დროიდან ანა მოწყვეტილია აქტიურ ცხოვრებას. ექიმების მკაცრი რეკომენდაციით დაუშვებელია მისი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, რამაც შეიძლება ნებისმიერ დროს რისკის ქვეშ დააყენოს მისი სიცოცხლე. მდგომარეობა დღითიდღე კრიტიკულია, სიტუაციას ართულებს ისიც, რომ მისი მკურნალობა საქართველოში ვერ ხერხდება.