ქერა ლამაზმანიდან შავგვრემნობამდე – ევა ბარბაქაძემ იმიჯი შეიცვალა

328

ევა ბარბაქაძეს ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს. ოდესღაც ყველასთვის საყვარელი პატარა, დღეს ზრდასრული ქალბატონია, რომელიც საკუთარი გარეგნობით უამრავი ადამიანის გულს იგებს. მისთვის არც ვიზუალური ტრანსფორმაციებია უცხო და ამჯერად, მან გადაწყვიტა დამშვიდობებოდა ჩვეულ იერს და მუქი ფერის თმა მოერგო.

შეგახსენებთ, რომ ევამ ქერა თმით უამრავ ფოტოსესიაში დაგვამახსოვრა თავი, ახლა კი სტილის ინსპირაციას შავგვრემანი გოგონის სტატუსით გვაძლევს.