კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი გარდაიცვალა.
პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მეგი გოცირიძე პოსტს ავრცელებს, სადაც წერს, რომ ვაზაგაშვილი არა აფეთქებით არამედ თავის დარტყმით გარდაიცვალა.
„აღარაფერს ვამბობ რომაზე, ბაჩოზე და სხვებზე, მაგრამ ილიჩოვა და მელაშვილი, რურუა და დანარჩენები, იმიტომ არიან ტყვედ აყვანილები , რომ მაგ: გია სოსანაშვილის საქმე გავატარეთ და პასუხი არ ვაგებინეთ ამ გარეწრებს.
ხალხო, მინდა იცოდეთ, რომ ვაზაგაშვილი გარდაიცვალა არა აფეთქებით, არამედ ქვაზე თავის დარტყმით, რომელიც წინა დღეებში ბრიფინგებს ატარებდა და ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა.
ხელში „ხლაპუშკა“ აუფეთქდა, რამაც თითებზე ბალიშები წააძრო, ფეხი აუსხლტა, გადავარდა, თავი დაარტყა და ამით მოკვდა ამ ყველაფრის მიუხედავად, გია სოსანაშვილს ცრუ მოწმის ჩვენების საფუძველზე დააბრალეს ვაზაგაშვილის აფეთქება, მხოლოდ იმიტომ, რომ ვისზეც სასურველი ჩვენების მიღება უნდოდათ, ვერ მიიღეს, რადგან უარი თქვა გიამ, უარი თქვა საქმე კიევამდე მისულიყო…
გია რომ ვერც გატეხეს და ვერც მოისყიდეს, ღარიბაშვილის დავალებით სხვისი დეენემი ჩაუდეს და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რასაც გიას მამის სიცოცხლე შეეწირა…
არა იმიტომ, რომ გია ჩემი მეგობარია, უბრალოდ გია, სრულიად უდანაშაულო, უწესიერესი კაცი, პატრიოტი, ომის მონაწილე და მოქმედი პოლიციელი იყო, რომელიც არასოდეს იკადრებდა იმას, რომ ტყუილად დაედო ხელი უდანაშაულო ადამიანისთვის.
20 წელი და ამხელა რაღაცის დაბრალება ზღვარგადასული ნაძირლობაა, თან მაშინ, როცა აფეთქებას აბრალებ და გვამი აფეთქებული არ არის მათივე ექსპერტიზით.
საკუთარი ნაძირალა ადვოკატი შეუგდეს, რომელსაც საშუალება არ ჰქონდა ადვოკატის აყვანის და თავიდან-ბოლომდე გაუფუჭა საქმე ისე, როგორც აწყობდათ.
აი ესეც რომ გავუტარეთ, სწორედ ამიტომ დაატყვევეს ილიჩოვა და მელაშვილი.
ამ ქვეყანაში ყველამ იცის ვინ არის მთავარი დამნაშავე, მაგრამ უდანაშაულოებს ვაპატიმრებთ.
დიახ, ჩვენ ვაპატიმრებთ, რადგან ხელს არ ვუშლით უდანაშაულო ხალხის უსამართლოდ დაპატიმრებებს და 9 წლის მანძილზე ამდენს ვუთმენთ“,- წერს გოცირიძე.