რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა, მიხეილ სააკაშვილზე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ვაჟკაცები გამოდიან და ამაყად გაჰკივიან: “კანალიზაცია გვინდაო!” და იმ “მაგარმა”, ულამაზესი, უსაყვარელესი პატარა ბათუმი დამახინჯებულ ლას-ვეგასად რომ აქცია და მილიონები წაიღო. იმ კორუფციონერზე რატომ არაფერს ამბობთ? გეშინიათ, თუ?
დები წაგიბილწათ, ცოლები გაგიხრწნათ, ციხეში გაგაპატიურათ და ვითომ არაფერი?! კანალიზაციაო!
იცით სამხრეთის ინვესტორებთან როგორ შეთანხმდა მეტი ფული რომ წაეღო? – “არ გინდათ! კანალიზაციას მერე თვითონ მოუვლიანო!”
და ახლა დარბირხართ და სიმართლეს, ჭეშმარიტებას ვითომ არ ამჩნევთ!
სირცხვილი. ნუთუ თქვენც?!”- წერს რობერტ სტურუა.