23 იანვარს, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, აქციის მონაწილეები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ.
პოლიციამ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი, ირაკლი ფანგანი დააკავა, რომელმაც დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარა. ამ ამბავს გამოეხმაურა პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მეგი გოცირიძე.
„რაც ქოცები მოეთრნენ, სამ სხვადასხვა საქმეზე აღმიძრეს საქმე და რაღა თქმა უნდა ცრუ მოწმეები მომირეკეს სასამართლოებზე, მათ შორის პოლიციელები და მათ შორის ერთ საქმეზე საჩხერეს სასამართლოს თავმჯდომარე – მონა ივანე ყიფიანმა გამასამართლა და ჯარიმის პარალელურად ამიკრძალა საჩხერე-ჭორვილაში გვირგვინითა და სტაფილოთი ჩასვლის უფლება.
მეორე დღესვე ჩემს მეგობრებთან ერთად ჩავედი საჩხერეში , დიდი სამგლოვიარო გვირგვინი მივიტანე სასამართლოს ეზოში წარწერით…
„აქ განისვენებს მონა ბიძინასი ივანე ყიფიანი” და ასე გამოვხატე ჩემი პროტესტი!
ახლა კი პირველად, რაც ნაგვის ურნაზე მახსენდება, ჩემი საარჩევნო ბიულეტენია, რომელიც ნაგვის ურნაში ჩატენეს და ამიტომაც, მონა თამარა ქურდ ჟვანიას სადაც გადავეყრები, ახლოს თუ იქნება ბუნკერი, პირდაპირ ბუნკერში ჩავტენი, თუ არა და მანქანაში სულ მაქვს კვერცხები და სწორედაც იმიტომ, რომ დავახალო გამყიდველებს თუ გადავეყრები !
მე ასე მსურს გამოვხატო ჩემი პროტესტი და გაბედოს ერთი ხიხოს ოცნებამ და ხელი დამაკაროს, გაბედოს!“- წერს გოცირიძე.