აშშ-ის 45-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და პირველ ლედი მელანიას თეთრ სახლში საერთო საძინებელი არ ჰქონდათ. ამის შესახებ The Mirror-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მელანიას დიდ საძინებელში ეძინა, რომელიც ტრადიციულად პრეზიდენტისთივს და მისი მეუღლისთვის არის განკუთვნილი, დონალდ ტრამპის ოთახი კი პრეზიდენტის კაბინეტში იყო განთავსებული.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 50 წლის მელანია 74 წლის ტრამპთან განქორწინებას აპირებს. ექსპერტების ვარაუდით, ამ შემთხვევაში მას შეუძლია მეუღლისგან 50 მილიონი დოლარი და მათი 14 წლის ვაჟზე, ბერონზე მეურვეობა მიიღოს. წყაროები ასევე იუწყებიან, რომ ყოფილი სლოვენიელი მოდელი წუთებს ითვლიდა ტრამპის პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე, რათა განქორწინების პროცესი დაეწყო.
დონალდ და მელანია ტრამპებმა თეთრი სახლი 20 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვეს. მათ ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიაში მონაწილეობა არ მიუღიათ.