თეთრ სახლს გერმანული ნაგაზები დაიცავენ – “ამერიკის ხმის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაიორი და ჩემპი უკვე ადგილზე იმყოფებიან.
პირველი ძაღლები დელავერიდან ვაშინგტონში დღეს ჩამოფრინდნენ. გერმანულ ნაგაზებს თეთრი სახლის ეზოში პირველი ლედი ჯილ ბაიდენი დახვდა.
გერმანული ნაგაზები, სახელად, მაიორი და ჩემპი მომდევნო ოთხი წლის მანძილზე ჯო და ჯილ ბაიდენებთან ერთად თეთრ სახლში იცხოვრებენ.
ფოტოები თეთრი სახლიდან ადმინისტრაციამ გაავრცელა. ცნობილია, რომ ამერიკის 46-ე პრეზიდენტს ძაღლები ძალიან უყვარს და განსაკუთრებით, გერმანული ნაგაზები.
ინაუგურაციამდე რამდენიმე კვირით ადრე ჯო ბაიდენმა, მაშინ როცა ის არჩეული პრეზიდენტი იყო, ჩემპთან და მაიორთან თამაშის დროს ფეხი დაიზიანა. ამის გამო ბაიდენი რამდენიმე დღის განმავლობაში ტელეკამერებთან არ გამოჩენილა.