მომღერალმა ქეთა თოფურია, რომელიც ერთი კვირის წინ დედა გახდა მისი შვილის ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა.
ქეთას ვაჟი, რომელსაც ადამი დაარქვეს, დიპლომატ ლევ დენგოვისგან ჰყავს.
ცნობისთვის, ქეთამ შვილი მოსკოვის ერთ-ერთ წამყვან სამშობიარო კლინიკაში გააჩინა. მან პირველი ფოტოს გამოქვეყნებისას დაწერა, რომ ადამი განსაკუთრებულ დღეს დაიბადა: 2021 წლის 21 რიცხვში და 21 საუკუნეში.