სოციალური ქსელის მომხმარებელი სტატუსს აქვეყნებს და გვიყვება ისტორიას, რომელიც მაღაზიაში გადახდა.
როგორც სტატუსიდან ვგებულობთ, ბებოსთვის ნაყიდმა შოკოლადმა მაღაზიაში დიდი სკანდალი გამოიწვია.
„ცოტა შოკში ვარ და უნდა მოგიყვეთ!!!
მოკლედ, დღეს მაღაზიაში ჩავედი, ვდგავარ სალაროს რიგში, ხელში მიჭირავს რაღაცები, მათ შორის ორი ფილა შავი შოკოლადი…
ჩემ უკან, რიგში ჩადგა ხანში შესული ქალბატონი. შემომხედა და ჩაილაპარაკა: „ეჰ, შოკოლადი ბოლოს როდის გავსინჯე აღარ მახსოვსო.“
რაღაცნაირად გულზე მომხვდა. სალაროსთან, რომ გადავიხადე თანხა, მოვუბრუნდი და ისე რომ ამ ქალბატონს არ წყენოდა, უხერხულად არ ეგრძნო თავი, ძალიან მორიდებით, თბილი ღიმილით და უშუალო ტექსტით ეს შოკოლადი გავუწოდე… ატყდა, მაგრამ რა ატყდა…
ქალბატონმა გამლანძღა, მიწასთან გამასწორა, სულ „გაზულუქებული ღორი“ მეძახა, შოკოლადები სახეში შემომაყარა… მე დამუნჯებული ვიდექი და ვისმენდი ამ ქალბატონის შეურაცხყოფას.. გავეცალე უსიტყვოდ..
p.s. რამე დავაშავე?“– წერს სოც. ქსელის მომხმარებელი.