„გაგვიფრინდა ჩვენი სკოლის მარგალიტი, მიწაზე მოსიარულე ანგელოზი – ჩვენი ნინო, ჩვენი საამაყო ნინო წოწონავა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფოთის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგი წერს.
„მედალოსანი, 100% გრანტის მფლობელი, გეგეშიძის ფონდის სტიპენდიანტი და ვინ ჩამოთვლის, რამდენჯერ ასახელა ოჯახი თუ სკოლა! მაგრამ მთავარი ისაა, რომ ნიჭიერებასთან ერთად არაჩვეულებრივი ადამიანი! ჩვენი ნინო“, – წერს პედაგოგი სოციალურ ქსელში.
როგორც პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, ახალგაზრდა საკუთარ სახლში გარდაცვლილი დედამ იპოვა.