“წინასწარ გიხდით ბოდიშს, მაგრამ… ნერვიულობისგან ორი ღამეა არ მძინებია და იმას და ისე დავწერ, როგორც გული მკარნახობს…”

298

თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“წინასწარ გიხდით ბოდიშს, მაგრამ… ნერვიულობისგან ორი ღამეა არ მძინებია და იმას და ისე დავწერ, როგორც გული მკარნახობს…

მაგ ვიღაც უტუ და ტლუ არარაობა, რომელმაც, მლიქვნელური სიცილ-კისკისით, დავითგარეჯა აზერებს უფეშქაშა, ხოლო მისი დამფინანსებლის, მიშა სააკაშვილის მადლობაზე – გულამოსკვნილმა იტირა, აი, ეგ უწიგნური კაცი, რომელსაც მასავით უწიგნურმა ინგა გრიგოლიამ მეცნიერი, ხოლო დარბაზში მსხდომმა, ან ჩართულმა, სასაცილოდ გაფარჩაკებულმა ნაციონალებმა და სრულიად ოპოზიციამ – საქართველოს გმირი უწოდა, არის არა ივერი, არამედ იყვერი მელაშვილი.
დროა, სრულიად ოპოზიციამ, მათ შორის მამუკა ხაზარაძემ, მოაწყონ მსვლელობა „მათი დროის გმირის“ – იყვერი მელაშვილის „ბალკონისკენ“ და ქვევიდან შეუძახონ:
იყვერ, გამაგრდი, დღეიდან ჩვენ ყველანი იყვერები ვართ!!!”