ბრიტანელი პენსიონერი 8 წელიწადში 116 ბავშვის მამა გახდა

294

ბრიტანეთში, მათემატიკის ყოფილი მასწავლებელი პენსიაზე გასვლის შემდეგ 116 ბავშვის მამა გახდა, რადგან სპერმის დონორობა დაიწყო. ამის შესახებ Daily Mail წერს.

65 წლის კლაივ ჯონსი დერბიში ცხოვრობს. მას ცოლი და სამი შვილი ჰყავს.

გამოცემის ცნობით, ქვეყანაში პანდემიის გამო კლინიკები დაიხურა და დონორების რაოდენობა შემცირდა. მედიაში გაჩნდა განცხადებები, სადაც კაცები დონორის მომსახურების შეთავაზებით გამოდიან, ხოლო ქალები, რომელთაც ბავშვის გაჩენა სურთ დახმარებას ითხოვენ.

ახლა ბრიტანეთში დონორებზე ცენზი შემოიღეს. კლინიკებში სპერმის ჩაბარება, მხოლოდ 45 წლამდე კაცებს შეუძლიათ. კლაივ ჯონსს სურვილი აქვს, რომ კიდევ გახდეს მამა. მისი თქმით, სოცილურ ქსელში გავრცელებული განცხადებებიდან ჩანს, რომ სპერმის დონორებზე მოთხოვნა მზარდია. მას ისევ სურს დაეხმაროს ქალებს, რომლებიც ბავშვის გაჩენას გეგმავენ. „მე მაქვს ის, რაც ჩემთვის არაფერს ნიშნავს, მათთვის კი ყველაფერს“, – აცხადებს კლაივ ჯონსი.

ახლა კაცი ყველაზე მეტ დროს საკუთარი ფურგონის საჭესთან ატარებს და საკუთარი ბიომასალა კლიენტებისთვის სახლში მიაქვს. მისი სერვისის საფასური 30 ფუნტია.