“თითოჯერ ყველას უნდა გაახეხინო საერთო მოხმარების ტუალეტი, რომ ჩაურეცხავი აღარ დატოვონ!”

366

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ალაგებდნენ ჩხოროწყუს მერიის საპირფარეშოს მოსწავლეები, სოციალურ ქსელში ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე გამოეხმაურა.  

„ისე, საქართველოში თითოჯერ ყველას უნდა გაახეხინო საერთო მოხმარების ტუალეტი, რომ დამლაგებლების იმედად მისვრილ-მოსვრილი და ჩაურეცხავი აღარ დატოვონ არასოდეს! ჩემი სოლიდარობა დამხმარე პერსონალს!

P.S. მერიის ტუალეტების მოსწავლეების მიერ ხეხვას ვემიჯნები კატეგორიულად“, – წერს ნინო ნადირაძე.