ცნობილი ქართველი შოუმენის დღემდე გაუხმაურებელი სკანდალი – რაში ადანაშაულებენ შონზოს?

456

შოუბიზნესის თაღლითი შოუმენი – ამ სახელწოდებით სიუჟეტი „მთავარმა არხმა“ მოამზადა. გადაცემის ანონსიდან ვიგებთ, რომ ზურა გაჩეჩილაძეს, იგივე „შონზოს“ თაღლითობაში ადანაშაულებენ.

ირკვევა, რომ ცნობილი შოუმენი კანადის ვიზების სანაცვლოდ მოქალაქეს სოლიდურ თანხებს მოტყუებით სძალავდა.

„მე შონზოსთან მქონდა საქმე, შონზომ წამიყვანა და მიმატოვა იქ… 10 [ათასი] შონზოსთვის უნდა მიგვეცა. სულ ჯამში 15 ათასში აკეთებდა“, – ყვება ერთ-ერთი მოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ ზურა გაჩეჩილაძე შოუბიზნესის გარდა პოლიტკურ საქმიანობასაც ეწეოდა. ის თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გახლდათ, თუმცა 2013 წელს პარტია დატოვა. 2019 წელს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ირაკლი ოქრუაშვილის ახლადდაარსებულ პარტიაში აპირებდა გაწევრიანებას, თუმცა შონზოს პოლიტიკური აქტივობა აღარ გამოუჩენია.