ეიფელის კოშკს ოქროსფრად გადაღებავენ

283

2024 წლისთვის დაგეგმილი ოლიმპიური თამაშებისთვის ეიფელის კოშკის ოქროსფრად გადაღებვა იგეგმება. ფრანგული მედიის ცნობით, კოშკის გადაღებვა საკმაოდ რთული პროცედურა იქნება, რადგანაც კონსტრუქციაზე ძველი საღებავების 19 ფენის მოცილება გახდება საჭირო.

ეიფელის კოშკის შესაღებად 60 ტონა საღებავი დაიხარჯება და წინასწარი გამოთვლებით, რეკონსტრუქციის სამუშაოები, დაახლოებით, 50 მილიონი ევრო დაჯდება.

სარემონტო სამუშაოები 2022 წლისთვის უნდა დასრულდეს.