თბილისის ზოოპარკი დათვის და მგლის თამაშის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს. ზოოპარკის Facebook-ზე აღნიშნულია, რომ მათ ხშირად უსვამენ კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ცხოვრობენ თბილისში ეს ცხოველები ერთ ვოლიერში. ზოოპარკში განმარტავენ, რომ ეს სახეობები ბუნუბაშიც ერთმანეთის მეზობლად ბინადრობენ, ზოოპარკში კი ტერიტორიას „გადასარევად იყოფენ“ და ხშირად თამაშობენ კიდევაც.
„ვიდეოს მთავარი გმირები მგელი თამაშა და დათვი კოპალა არიან. თამაშა რატომ ჰქვია, ადვილი მისახვედრია – ბავშვობიდან უყვარდა თამაში და ახლაც, შენიშნავს თუ არა მომვლელების მიერ შეტანილ თივაში, ფოთლებში, ან ხის ქერქებში მოკოტრიალე მეზობლებს, ესეც გაქანდება და ხან ზემოდან აფუმფულებს ბოტოტა დათვებს და ხან გვერდებიდან პუწავს. კოპალაც ემეგობრება. მასაც უყვარს თამაში. მარტო დათვი თამაშშიაც ბრალიაო“, – ნათქვამია ზოოპარკის Facebook-ზე.