„გახარიას სურათის დალაიქება ბევრად თუ არ ჯობდეს გვარამიას სტატუსის მოწონებას… მგონი თვქენ ფილმებშიც ვერ არჩევთ კეთილებს და ბოროტებს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამედიცინო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის შვილი ლიზი იმნაძე წერს.
ცნობისთვის, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ სოციალურ ქსელში თანამშრომლებთან ერთად გადაღებული სელფი გამოაქვეყნა.
ფოტო სოციალური ქსელების ჰიტად იქცა და ამ დროისთვის მას 200 ათასამდე მომწონებელი ჰყავს.