პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალურ ქსელში მას „დაბრუნებასაც თხოვენ“ და უკვე სიმღერასაც უძღვნიან.
„მიყვარხარ შემოგევლე, მიყვარხარ შემოგევლე“ – მღერის „ტიკ-ტოკის“ მომხმარებელი.
18 თებერვალს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, მელიას საქმის გამო თანამდებობიდან გადადგა. როგორც გახარიამ განმარტა, მისთვის მიუღებელია, რომ ერთი ადამიანის გამო სხვა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.