ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა პრინცესა ევგენიას ახალშობილი ვაჟის ფოტო გამოაქვეყნა

434

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე პრინცესა ევგენიასა და ჯეკ ბრუკსბანკ ავგუსტის ვაჟის ფოტო გამოქვეყნდა.

წყვილს ვაჟი 2021 წლის 9 თებერვალს შეეძინათ. ბიჭი პორტლენდის ჰოსპიტალში დაიბადა. მისი სრული სახელია ავგუსტ ფილიპ ჰოუკ ბრუკსბანკი.

სამეფო ოჯახის თაყვანისმცემლებმა, ოჯახს ღიაობისთვის მადლობა მოუხადეს და გამოხატეს სიხარული, რომ ოჯახმა საზოგადოებას ახალშობილის ფოტოს ნახვის შესაძლებლობა მისცა.

პრინცესა ევგენია, იორკის ჰერცოგის ენდრიუს და ჰერცოგინია სარას შვილია. წყვილისთვის ეს პირველი შვილია, ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეტ მეორესთვის კი მეცხრე შვილთაშვილი. პრინცესა ევგენია და ჯეკ ბრეკსბენკი 2018 წელს დაქორწინდნენ.