მაია ასათიანმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოაქვეყნა ფოტო და აღნიშნა, რომ ყოველ წელს ამ დღეს ახლიდან უკვდება შვილი.
ტელეწამყვანი მაია ასათიანი ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ რაღაც პერიოდი საზოგადოებაში საერთოდ არ ჩნდებოდა, ბოლო დროს კი აქტიურად დაიწყო სოციალურ ქსელში თავის ყოველდღიურობაზე საუბარი.
ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ რამდენჯერმე სცადა თავის მოკვლაც, თუმცა საკუთარ თავში იპოვა ძალა რომ ცხოვრება თავიდან დაეწყო.
22 თებერვალს 18 წლის ნუცას გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა. ტელეწამყვანი გასულ წელს ამ თარიღს ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე განერიდა. როგორც მაია ვიდეოებში ამბობად, მისთვის ძალიან რთულია ეს თარიღი და ცდილობს ამ დღეს მარტო იყოს თავის თავთან, სწორედ ამიტომ ის სამოგზაუროდ მარტო წავიდა.