“მომაკრეს იარლიყი და გამანადგურეს მაგით”

281

დღეს, ტრაგიკულად გარდაცვლილი ქართველი ტელეჟურნალისტის, გიორგი სანიას დაბადების დღეა. მას 46 წელი შეუსრულდებოდა.

გიორგი სანაიას სოციალურ ქსელში მეგობრები და ოჯახის წევრები იხსენებენ. facebook-ზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა მისმა შვილმა, სანდრო სანაიამაც.

“26 წლის გახდი ისევ. მეოცედ ოღონდ. 20 წელია 26 წლის ხდები. ამასობაში მეც დაგეწიე. 1 წელიწადში ტოლები ვიქნებით. ოღონდ მე დავბერდები და მერე გაგასწრებ. რამდენი ციფრია ისე, რა ამბავია. შენი შვილობა უფრო ძნელია, ვიდრე ჩემი მამობა. მარა რა მამა-შვილობა? იმენა ძმაკაცები უნდა ვიყოთ და ვართ კიდეც. მარა იმ ძმაკაცების რიცხვს განეკუთვნები, ცოტა რიდი რო მაქვს. ყველაზე დიდი შეცდომა იყო, როცა მეუბნებოდნენ, აბა შენ იცი, მის გზას გაყევიო. მომაკრეს იარლიყი და გამანადგურეს მაგით. იმხელა თამასა დამიდეს, ვერც კი მივწვდი, ნი ტო შტო – გადავახტი. გილოცავ, ისევ 26-ის გახდი. განა ბევრს შეუძლია ეგრე?”, – წერს სანდრო სანაია.