აშშ-ში, ექვსფეხა ლეკვი დაიბადა. ვეტერინარებმა მას სკიპერი დაარქვეს.
“თავიდან გვეგონა, რომ დიდხანს ვერ იცოცხლებდა, მაგრამ ის ჯანმრთელი და ჯანსაღია, უბრალოდ ცოტა განსხვავებულად გამოიყურება, რადგანაც 6 ფეხი აქვს“ – ამბობს ვეტერინარი.
ვეტერინარებმა მას სკიპერი დაარქვეს,ლეკვი აფთრისებრთა ძაღლის ჯიშს მიეკუთვნება.
CNN-ის ცნობით, სკიპერი 16 თებერვალს ბუნებრივი გზით, თავის დებთან და ძმებთან ერთად დაიბადა. ამ დროისთვის ლეკვი ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშაა.