ფეისბუქ მომხმარებელი დავით მოსიაშვილი თოვისგან გზებზე შექმნილი ვითარების შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე წერს და საპატრულო პოლიციას გაწეული სამუშაოსთვის მადლობას
უხდის.
“ზოგადად როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება ძალიან კომფორტისტი ვარ და ასევე კარგად ვიცი ,,შორი გზიდან მოუარე შინ მშვიდობით მიდი” და წამოვედი თბილისში ,,გურჯაანზე”.
ხმამაღლა შემიძლია ვთქვა რომ ასე საშინლად არასდროს მიმგზავრია, დაახლოვებით 3.5 საათი ვიყავი გზაში, დაძაბულობისგან 5 კგ- ც დავიკელი – მჭირდებოდა.
თოვლი,
ნისლი,
ყინული,
პიკი იყო საგარეჯოსთან შემოსავლელ გზაზე , ისიც კი გამეფიქრა რომ დავმთავრდი. აღმართზე მანქანები აქეთ იქეთ სრიალებდნენ. ზოგი იქეთ, ზოგიც აქეთ – ნუ მძღოლს ამას არავინ ეკითხებოდა , იდგა კოლონა, იძულებით გავჩერდი მეც და დაძვრისას ორი სრული ,,კრუგიც” გავაკეთე ღერძულა ხაზზე , სრიალ-სრიალით . იმას კი აღარ ვფიქრობდი რამეს არ დაარტყა , აი მანქანებს რომ არჩევ ზომებით , რომელი გირჩევია, რომ ნაკლებად დაზიანდე.
ამდენი მანქანებს ორი ეკიპაჟი პატრული გვპატრინობდა , არ ვიცი რომელი განყოფილების ბიჭები იყვნენ მაგრამ მათმა მოქმედებამ გულიც კი ამიჩუყა საშინელ ამინდში მანქანიდან გადმოსულები ისე ზრუნავდნენ თვითეულ ავტომობილზე:
მძღოლებს აძლევდნენ რჩევებს,
ხელით იკავებდნენ მოცურებულ მანქანებს,
აღმართზე ასვლაში ხელის მიწოლით ეხმარებოდნენ…
სულ 4 ადამიანი და უამრავი მოცურებული მანქანა…
ჩამოთვლითაგან არცერთი არ მგონია მათი სამსახურეობრივი მოვალეობა.
ხო და მიუხედავად იმისა რომ ჩემი თვითგადარჩენის ინსტიქტი მაქსიმალურად გააქტიურებული იყო გამეფიქრა , რამხელა შეცდომაა ხოლმე ერთი არასწორის გამო, მთელი მუნდირის ლანძღვა-გინება.
არ ვიცი ვინ იყვნენ მაგრამ ჩემგან უდიდესი მადლობა ამ ოთხეულს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
პ.ს. ხვალ უკან უნდა დავბრუნდე აუცილებლად და იმედია საღამოს ისევ შემეძლება რამე დავწერო ხო, ჩემს ჭიჭიკოსაც მადლობა იმედები რომ არ გამიცრუვა”. – წერს დავით მოსიაშვილი.