“ძაან ზევით აწეული დრონებით გადაღებული კადრებით, დიდად ნუ დაირწმუნებთ თავს, რომ ხალხს ეს ერთპარტიული პარლამენტი მოსწონს და ეგუება ოპონენტების ციხეში ჩაყრას, ჟურნალისტებზე თავდასხმას, უმუშევრობას და სრულ უპერსპექტივობას,” – ჟურნალისტი ინგა გრიგოლია 26 თებერვალს გამართული აქციის გაშუქებასთან დაკავშირებით, Facebook-ზე პოსტს წერს.
მისი განცხადებით, მიტინგზე თავების თვლა სასაცილოა, რადგან სოციალურ ქსელშიც კარგად იგრძნობა ის განწყობები, რის გამოც ადამიანები საპროტესტო აქციებზე დადიან.
“რა სასაცილოა თავების თვლა მიტინგებზე, როცა საჯარო სივრცეში, სოცქსელშია გადატანილი ის განწყობები, რის გამოც ადამიანები საპროტესტო აქციებზე დადიან)))))))) დადექით და ითვალეთ თავები. მიტინგზე შეიძლება ვერ ჩამოვიდეს ადამიანი, მაგალითად, სურდეს, მაგრამ რომელიმე სოფლიდან ვერ ჩამოვიდეს ან სამსახურის გამო, ან პანდემიის შიშით, აქვე, დედაქალაქშიც ვერ შეუერთდეს აქციას))))) ყველა არ დადის მიტინგზე, მაგრამ სოცქსელში აფიქსირებს საკუთარ პოზიციას და შემდეგ-არჩევნებზე, ისე, როგორც ახლახანს დააფიქსირა, 2020-ის 31 ოქტომბერს. ასე რომ, ძაან ზევით აწეული დრონებით გადაღებული კადრებით, დიდად ნუ დაირწმუნებთ თავს, რომ ხალხს ეს ერთპარტიული პარლამენტი მოსწონს და ეგუება, ან ეგუება იმ ყველაფერს, რაც ქვეყანაში ხდება, ოპონენტების ციხეში ჩაყრას, ჟურნალისტებზე თავდასხმას, უმუშევრობას და სრულ უპერსპექტივობას,” – წერს ინგა გრიგოლია.