ვიდეო უსაფრთხოების კამერამ საოცარი მომენტი დააფიქსირდა, „სევდიანი კატა“, რომელიც პატრონმა სახლში მარტო დატოვა კამერაში თვალცრემლიანი იყურება. ამის შესახებ ინფორმაციას UniLad-ი ავრცელებს.
ბრიტანული ჯიშის კატის ვიდეომ სოციალური ქსელები დაიპყრო და მილიონობით მოწონება დაიმსახურა.
როგორც ირკვევა შინაური ცხოველი, რომელიც აღმოსავლეთ ჩინეთის ერთ-ერთი ქალაქიდანაა პატრონმა სახლში მარტო დატოვა, რადგან ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად მშობლებთან გაემგზავრა. მეპატრონის თქმით, კატა მარტო იმიტომ დატოვა, რომ ცხოველი ძალიან მორცხვია და იფიქრა, რომ სახლში თავს უფრო კომფორტულად იგრძნობდა.
თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა, როცა პატრონმა მონიტორის საშუალებით, მარტო დარჩენილი კატა შეამოწმა მისი აცრემლიანებული თვალები დაინახა.