ჩაიყო ჯიბეში ხელი და ამოიღო დოლარების დასტა – რა ისტორიას იხსენებს თამარ ივერი

1,018

ცნობილი სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტს აზიარებს, რომელიც ქართველ ბიზნესმენს, აწგარდაცვლილ ზვიად ცეცხლაძეს უკავშირდება. 

სოციალური ქსელის მომხმარებელი წერს, როგორ გაყიდა ცეცხლაძემ ბინა და ფული ეკლესიას შეწირა:

“80-იან წლებში ბინა გაყიდა, სრული თანხა აიღო და სიონის ტაძრისკენ გაეშურა. ეზოში მოძღვარი შეხვდა – მისთვის უცნობი მამა დავითი (შემდგომში მეუფე დიმიტრი)!

პაკეტი გადასცა და ისე რომ თავის სახელიც არ უთქვამს, იქაურობა ჩქარი ნაბიჯით დატოვა.

მოძღვარს გაუკვირდა უცხო კაცის საქციელი…

ეს ამბავი პატრიარქს უამბო და უწმინდესიც გაკვირვებული დარჩა, რადგან თანხა ძალიან დიდი ციფრი აღმოჩნდა …

მრავალი წლის შემდეგ გაუგიათ – უწმინდეს და მეუფე დიმიტრის, რომ ეს კაცი ზვიად ცეცხლაძე ყოფილა.

დაბადების დღეს გილოცავთ…

ქრისტე ფარავდეს შენს მებრძოლ სულს!

დღეს ზვიად ცეცხლაძე 75 წლის გახდებოდა!!!” – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

——————————————————————————————————–

სოპრანო თამარ ივერი კი თავის მხრივ, ზვიად ცეცხლაძესთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს:

“ცხონებული ზვიადი. მისივე სიკეთის მსხვერპლად იქცა. ცნობილი ადამიანების ელიტის დიდი პატივისმცემელი ადამიანი. მახსოვს, კვირაობით უსასყიდლოდ ასვენებდა მის სასტუმროში ყველა მეგობარს.

სიკეთის და გულუხვობის განსახიერება.

არ დამავიწყდება, მე და ჩემს კოლეგებს შეგვხვდა ბათუმის ქუჩაში წინასაახალწლოთ. მაშინ იქაური თეატრის სოლისტი ვიყავი. აქ რას აკეთებთო. ვუთხარით… ხელფასს ველოდებით, ცოტა იგვიანებს მეთქი… არადა , 2 დღე რჩება ახალ წლამდე თქო. რა ხელფასს იღებთ ასეთს რომ ზიხართ და ელოდებითო? ვუთხარით რამდენსაც ველოდებოდით, რაც იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხა იყო, მითუმეტეს რამდენიმე მომღერალი ვიდექით. უცებ, არ ველოდით, ჩაიყო ჯიბეში ხელი და ამოიღო დოლარების დასტა. აჰა გოგოებო, თქვენი ხელფასის თანხა და დროულად მოუსვით თბილისში, ოჯახში შეხვდით ახალ წელს… თქვენი ხელფასი ძველ ახალ წელს თუ მოგცეს მადლობა თქვითო სიცილით გაგვეხუმრა.

ასეთი გულის პიროვნება იყო ბატონი ზვიადი არა მარტო ჩვნთვის, არამედ ყველა მისი გარშემომყოფისთვის.

ღმერთმა აცხონოს მისი სული მარადის” – წერს ივერი.