ნიკოლას ქეიჯმა მეხუთედ იქორწინა

1,088

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ნიკოლას ქეიჯმა მეხუთედ იქორწინა, – ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს.

56 წლის მსახიობის რჩეული 26 წლის რიკო შიბატუ გახდა, რომელიც ქეიჯის უფროს ვაჟზე 4 წლით უმცროსია. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილმა ქორწილი ლას ვეგასის Wynn-ის სასტუმროში 16 თებერვალს გადაიხადა.