“მანანას მსგავსი სახელმწიფოებრივი მიდგომა ბევრ საჯარო მოსამსახურეს რომ ჰქონდეს, ეს ქვეყანა გაცილებით უკეთესი იქნებოდა…”

970

ჟურნალისტი თამარ ლეფსვერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს მანანა თოქმაჯიშვილს მხარდაჭერას უცხადებს.

“არის თემები, რაზეც არასდროს დავხუჭავ თვალს მხოლოდ იმიტომ, რომ მე ჟურნალისტი ვარ და
Manana Toqmajishvili
საჯარო მოსამსახურე და პიარი.
საუბარია იმ მანანაზე, რომლის მსგავსი სახელმწიფოებრივი მიდგომა ბევრ საჯარო მოსამსახურეს რომ ჰქონდეს, ეს ქვეყანა გაცილებით უკეთესი იქნებოდა…
მანანას ვიცნობ ძალიან ბევრი წელი და ერთ-ერთი იმ იშვიათაგანია, რომლის მიდგომები მედიასთან არის სამაგალითო, აქ არაფერს დავწერ მის ადამიანურ თვისებეზე.
გუშინ, პოსტი დაწერა ბერა ივანიშვილზე, რის გამოც ყოფილმა პროკურორმა და ნაციონალურო მოძრაობის აქტივისტმა ნიკა გვარამიამ ლამის სამსჯავრო მოუწყო.
და მთავარი რა არის იცით ამ საზიზღრობაში? თურმე, საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება საკუთარი აზრის გამოთქმა კონკრეტულ თემასა და კონკრეტულ პირებზე!!!
მერე, აყვა მას წვრილფეხობა იგივე პათოსით :დდდდდდ
რა მინდა გითხრათ!!!
1. ის, დრო, როდესაც საკუთარი აზრის გამოთქმის გამო ხალხს სამსახურებიდან ყრიდით, დამთავრდა!
2. ის დრო, როდესაც ხალხს საკუთარი აზრის გამოთქმის გამო ციხეებში ყრიდით, დამთავრდა!
3. ის დრო, როდესაც საჯარო მოსამსახურეებს მიშას ფეიჯის არდალაიქების გამო სამსახურებიდან ყრიდით დამთავრდა!
4. ის დრო, როდესაც ხალხს საკუთარი აზრის გამოთქმის გამო სამსახურებიდან ყრიდით და ციხეებში ალპობდით, არა მხოლოდ დამთავრდა, არასდროს დაბრუნდება!!!!
5. და ბოლოს, ძაან ყელში ხართ ამოსულები განსაკუთრებით ისინი, გვარამია-სააკაშვილის ფარულ ჩანაწერებს რომ არ ცნობდით და ეს ეგრევე აღიარეთ ვაფრენ თქვენს სტანდარტებზე.
6. კიდევ უფრო სამარცხვინოები ისინი ხართ, მანანას საკუთარ კედელზე სიყვარულს რომ უხსნით და ამას, რაც ახლა ხდება, ისე არიდებთ თვალს, თითქოს არ იცოდეთ ვისზეა ლაპარაკი.
ხვალ, როდესაც საკუთარი აზრის გამოთქმის გამო დაგაბულინგებენ, ზუსტად ასევე აგარიდებენ თვალს, მათ შორის ვიქნები მეც
პ. ს და ბოლოს, არასდროს მითქვამს და ახლა ვიტყვი: მანანა, ყველა ის სიკეთე და კეთილი საქმე დაგბრუნებოდეს უკან, რაც კი გიკეთებია და მარტო იმ ხალხის მილიონი მადლობა მაქვს შენახული, შენი ჩართულობით სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემა რომ მოგვარებიათ”