ჟურნალისტი მაკა რაზმაძე მსახიობ ზურა ყიფშიძის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მის ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
როგორც მაკა წერს, ყიფშიძის ოჯახს კერძო მევახშე სახლიდან გააძევებს მალე და არ არის გამორიცხული, რომ თაღლითური სქემის მსხვერპლი აღმოჩნდნენ.
„მეგობრებო, განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს მივმართავ: ზურა ყიფშიძეს და მის ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება!
არ დავწერდი 8 მარტს ამ პოსტს, მაგრამ ძალიან მცირეა დრო და ვადები მისი პრობლემის გადასაჭრელად.
სულ რამდენიმე დღეში მის ოჯახს კერძო მევახშე სახლიდან გააძევებს!
გთხოვთ ამოვუდგეთ მხარში თუნდაც ამ ამბის სწორად გაშუქებით, რადგან ოჯახის წევრები დარწმუნებით ამბობენ რომ თაღლითური სქემის მსხვერპლი აღმოჩნდნენ. თვითონ ზურა თავს შეუძლოდ გრძნობს და ოთახიდან აღარ გამოდისო ამბობს მეუღლე.
იქნებ შევძლოთ დახმარება! ჟურნალისტებს მრავალი მსგავსი თაღლითობა გამოგვიაშკარავებია და გადაგვირჩენია წესიერი ადამიანები! მე სამწუხაროდ ამ ეტაპზე აღარც გადაცემა მაქვს და ვერ სიუჟეტს მივუძღვნი.
ამიტომ მხოლოდ ის შემიძლია რომ კოლეგებს ვთხოვო დახმარება ამ პოსტით!იმედია შევძლებთ სიმართლის დადგენას და ყიფშიძეების ოჯახის გადარჩენას“– წერს მაკა რაზმაძე.