“ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს მსგავსი რამ არასოდეს უთქვამს”

605

ჟურნალისტი სოსო ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“ვინმე Beridze Ekaterine “ფეისბუქში” აზიარებს SPORTVIDEOS.GE – ს პოსტფეიკს, ასეთი სათაურით: „ნანი ბრეგვაძე დუმილს არღვევს – „ოცნება” უნდა წავიდეს, ეს სისტემა უნდა შეიცვალოს.”
ტექსტში, რომელიც ამ ფეიკპოსტს ახლავს, „ოცნება” საერთოდ არ არის ნახსენები.
გამახსენდა, რომ ზუსტად ასეთივე სიცრუე, ზუსტად ამგვარივე სათაურით, რამდენიმე წლის წინათაც გავრცელდა. 
მაშინვე დავურეკე ქალბატონ ნანის, რომელმაც მითხრა, რომ მსგავსი რამ არასოდეს უთქვამს. მისი ეს კომენტარი მეორე დღესვე გამოქვეყნდა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში.”

***
ამ საღამოსაც დავუკავშირდი ქალბატონ ნანის და სოციალურ ქსელში კვლავ გავრცელებული პოსტის შესახებ შევატყობინე. გაოცება ვერ დამალა და ამჯერადაც  იგივე მითხრა: მსგავსი რამ არასოდეს უთქვამს.
ქალბატონმა ნანიმ მთხოვა, საზოგადოებისათვის ერთხელ და სამუდამოდ მკაფიო, ნათელი და გასაგები გამეხადა მისი პოზიცია. აი, მისი სიტყვები: „ მე არ ვერევი პოლიტიკაში. ეს არ არის ჩემი საქმე. მე მიყვარს ჩემი სამშობლო, მაღელვებს მისი ბედი და მინდა, ქვეყანა წინ წავიდეს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან ჩემს დამოკიდებულებას, მას უდიდეს პატივს ვცემ.”-წერს ჭუმბურიძე.