ირლანდიაში მღვდელმა წირვის დროს ჰიმნის ნაცვლად რეპ-კომპოზიცია ჩართო (ვიდეო)

989

ირლანდიაში, ქალაქ ბერტონპორტში, წირვის დროს მღვდელმა ტრადიციული ჰიმნის ნაცვლად შემთხვევით რეპ-კომპოზიცია ჩართო. ამის შესახებ The Irish Times-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, წირვა ონლაინ-ფორმატში მიმდინარეობდა. ვიდეოში ჩანს, რომ მამა პეტი ამბობს: მამისა და შვილის სახელით“, შემდეგ კი ხმამაღალი მუსიკა ისმის. კერძოდ, რეპერ Black the Ripper-ის კომპოზიცია Young Prophet (ახალგაზრდა წინასწარმეტყველი). მღვდელმა მუსიკა რამდენიმე წამში გამორთო და იხუმრა: „დილიდან რეპი გაგაღვიძებთ. იმედია, წნევასთან პრობლემებს არ შეგიქმნით“.

მამა პეტის მრევლი სიტუაციას იუმორით შეხვდა. Facebook-ჯგუფში მათ Black the Ripper-ის ალბომის გარეკანის ფოტო გამოაქვეყნეს, წარწერით: „გთხოვთ ადგეთ, სანამ ჩვენი ჰიმნი ჟღერს“.