ლიკა ევგენიძე: „რანაირად გადაიზარდა ბასილაშვილის გამარჯვება, მისი ყოფილი ცოლის დაცინვაში?!“

990

ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება იმ გამოხმაურებებს, რაც მოჰყვა ნიკოლოზ ბასილაშვილის გუშინდელ ისტორიულ გამარჯვებას, რომელიც მან როჯერ ფედერერთან მატჩისას მოიპოვა.

ლიკა წერს:

„გაოგნებული ვკითხულობ ბასილაშვილის გამარჯვებაზე გამოხმაურებებს… რანაირად გადაიზარდა მისი გამარჯვება, მისი ყოფილი ცოლის დაცინვაში?! განსაკუთრებით გულის ამრევია ქალების მხრიდან ქალის ჩაგვრის სურვილი. ყველაფერში არაადეკვატურები რატომ ვართ :(((

ბასილაშვილის გამარჯვება კი ნამდვილად გასახარია“.